საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მწუხარება გამოთქვა კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის გამო: როგორც იცით, 75 ადამიანი გარდაიცვალა ავიაკატასტროფის შედეგად.
"ვწუხვარ კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის გამო. სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის წევრებთან და სხვა მგზავრებთან ერთად, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, თანადგომა გამოვუცხადო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს".
"I would like to express my deepest shock with regards to the recently occurred tragedy, whereby more than 75 people were killed during a passenger plane crash in Colombia, including the players of Brazilian football club Chapecoense. On behalf of the Georgian Football Federation, I would like to express our deepest condolences to the families and friends of the victims, and our support to the Brazilian Football Confederation".