ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფამ ყველა საფეხბურთო მოვლენა გადაფარა... როგორც იცით, ტრაგედია დღეს მოხდა: თვითმფრინავი, რომელშიც 81 ადამიანი იჯდა, კოლუმბიის ქალაქ მედელინის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის, 22 ჟურნალისტიც იყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ბოლო ინფორმაციით, 5 გადარჩენილია...
"შაპეკოენსე" კოლუმბიის "ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალური მატჩის გასამართად მიემგზავრებოდა. ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკის თასი მნიშვნელობით იგივეა, როგორც ევროპაში ევროპის ლიგა. სამხრეთ ამერიკაში მთავარი საკლუბო ტურნირი ლიბერტადორესის თასია, სამხრეთ ამერიკის თასი კი პრესტიჟით მეორეა. და აი, ფინალი არ დასცალდა "შაპეკოენსეს"...
გაირკვა, რომ ჩამოვარდნამდე 20-30 წამით ადრე, თვითმფრინავში სიგნალი ჩაირთო საწვავის უკმარისობის გამო.
ბოლო ინფორმაციით, გუნდს აღნიშნული რეისით არ უნდა ეფრინა. აღმოჩნდა, რომ ბრაზილიის სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს "შაპეკოენსესთვის" მედელინში ჩარტერით გაფრენაზე უარი უთქვამს, ამიტომაც გუნდს ჩვეულებრივ კომერციულ რეისზე შეუკვეთია ბილეთები.
როგორც დავწერეთ, რამდენიმე ადამიანი გადარჩა და ისინი მედელინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გუნდის მეკარე დანილო.
"შაპეკოენსე" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებდა. ეს კლუბი 1973 წელს შეიქმნა და შტატ სანტა-კატარინას ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, შტატის კიდევ რამდენიმე ტიტული მოიგო, 2013 წელს კი სერია ა-ში გადავიდა. ეს კლუბის მესამე სეზონი იყო ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში. წლეულს მეცხრე ადგილზე გავიდა 20 გუნდს შორის...
ქალაქი შაპეკო ბრაზილიის სამხრეთშია, პატარა შტატ სანტა-კატერინაში. შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 ნოემბერი ყოველწლიურად გლოვის დღე იქნება სანტა-კატერინაში.
გარდაიცვალა გუნდის ყველა წევრი - ორის გარდა: მეკარე ჟაქსონ ფოლმანი და ალან რუშელი. მეორე მეკარე დანილო, უკვე დავწერეთ, საავადმყოფოში დაიღუპა.
მეკარე დანილო; მცველები: დენერი, კარამელო,მარსელო, ფილიპე მაშადო, ტიაგო, ნეტუ, ხიმენესი; ნახევარმცველები: ჟოსიმარი, ჟილი, სერჟიო მანოელი, კლებერ სანტანა, არტურ მაია; თავდამსხმელები: კემპესი, ანანიაში, ლეკააშ გომეში, რანხელი, კანელია, ტიაგინიო და მთავარი მწვრთნელი კაიო ჟუნიორი, მათ დამატებული ექიმი, მასაჟისტი და პერსონალის სხვა წევრები.
"შაპეკოენსეს" ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კლებერ სანტანა გახლდათ. ის თავის დროზე მადრიდის "ატლეტიკომ" 6 მილიონ ევროდ იყიდა "სანტოსიდან", მაგრამ ფეხბურთელმა ვერ გაამართლა და "მალიორკაში" გაანათხოვრეს. კლებერ სანტანა "შაპეკოენსეს" კაპიტანი იყო, უკვე 35 წლისა გახლდათ.
ეს იყო კლუბი, რომელიც ეტაპ-ეტაპ ვითარდებოდა. საუკეთესო სეზონს ატარებდა და ვინ იცის, ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტულიც მოეგო, მაგრამ...
და აი, ბოლო ინფორმაციით, კოლუმბიის "ატლეტიკო ნასიონალს" სამხრეთ ამერიკის კონფედერაციისთვის შეუთავაზებია, სამხრეთ ამერიკის თასის მფლობელად "შაპეკოენსე" გამოაცხადეთო. ალბათ, ასეც მოხდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მწვრთნელის შვილს პასპორტი დარჩენია სახლში და გადარჩა... ნათელში იყოს ყველა დაღუპული.
სამწუხარო ამბავია,მაგრად მეწყინა..ამ გუნდში თამაშობდა 21 წლის მათეუს ბიტეკო,რომელსაც ბრაზილიის ასაკობრივებშიც უთამაშია და კაპიტანიც იყო თუ სწორად მახსოვს..კარგი მომავლის მქონე საყრდენად მიმაჩნდა და ვბალელშიკობდი მაგრად..გრემიოს აღზრდილია,ამ გუნდში ჰოფენჰაიმმა გაანათხოვრა..ბოლოს წელიწადნახევარზე მეტი გაუცდა ტრავმის გამო მგონი და ვერ ვპოულო დი სად იყო..ახლახანს ვნახე რო ამ გუნდში დაუწყია თამაში და მაგის ხათრით ვუყურე რამოდენიმე თამაშს..მაგრად დამწყდა გული ყველაზე და განსაკუთრებით მაგ ბიჭზე..თანაც დასაწყისშივე რო რთული ტრავმის გადატანა მოუწია და ახლა მაგრა მინდოდა რო გამართლებოდა და ბოლომდე გამოევლინა პოტენციალი...ისე აქ ჩამოთვლილ სიაში არ წერია,მგრამ უფრო გამორჩებოდათ, ვიდრე მართლა არ იქნებოდა...
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=S-7en3jJLZ4')>0?'https://www.youtube.com/watch?v=S-7en3jJLZ4':'https://www.youtube.com/watch?v=S-7en3jJLZ4'))
ამ გუნდში ნაღამაშები..მაგარი ჟილკიანი და ხვლიკი იგროკი იყო რა..
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=RrVlqwUvKdc')>0?'https://www.youtube.com/watch?v=RrVlqwUvKdc':'https://www.youtube.com/watch?v=RrVlqwUvKdc'))
ნაკრებში არა,გრემიოში ყოფილა კაპიტანი..
კი ჯიგარო, ვნახე სხვაგან дა дაღუპულებში წერია.
ხო რა,ასე იქნებოდა..
ევროპული ლესტერი იყოო ერთმა ბრაზილიელმა დაწერა,მთელი დღეა ცუდად ვარ...
საშინელებაა .............
რა საშინელებაა.. ბედნიერება 1 წამში უბედურებად ექცათ.. ნათელში იყოს მათი სულები !
ამ შოკიდან გამოსვლა ურთულესია, ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი აღსასრული, საცოდავები...
მაგარი საშინელებაა, რომ წარმოვიდგენ თავს ამათ ადგილზე. უუუჰ, საშინელებაა...
Samwuxaroa dzalian
საცოდაობაა... გასაკვირია, სამივე მეკარე გადარჩა, სამწუხაროდ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა მოგვიანებით
Sacodaobaa
ვაახ ჩემი რა საცოდაობაა, გული მომიკბდა რა ...