საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეშვიდე ტურში მიმდინარე პირველობის რამდენიმე სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა.
,,კაკტუსი’’-,,რუსთავის’’ შეხვედრაში ქვემოქართლელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ტომი სპანოლომ 18 მოხსნა გააკეთა და ძველი რეკორდი ორი მოხსნით გააუმჯობესა. ძველი რეკორდი ,,კაკტუსის’’ ამერიკელ ლეგიონერ, ცენტრალურ თავდამსხმელ ჯონ ფლოვიესს ეკუთვნოდა.
ერთ შეხვედრაში დაგროვილი მთლიანი ქულების რეკორდი დამყარდა ,,კაკტუსი’’-,,რუსთავის’’ მატჩის დროს - 198(95+103). ძველი რეკორდი ,,ქუთაისი’’- ,,სოხუმის’’ თამაშისას დაფიქსირდა -194 (103+91).
,,მგზავრები’’-,,სოხუმის’’ შეხვედრაში ზღვისპირელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ფილიპ მილერმა ექვსი ჩაჭრა განახორციელა, რომელმაც მისი და გეგი ბაქრაძის მიერ დამყარებული რეკორდები გაიმეორა.