სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:18 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შედეგიანი მატჩები სერბეთის ასაკობრივ და ეროვნულ ჩემპიონატებში

16 წლისა და 214 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი ცენტრი - გოგა ბითაძე სერბეთში წარმატებით პროგრესირებს. ის 2 გუნდის ღირსებას იცავს: თავის კლუბ „მეგა ლეკსში“ სერბეთის იუნიორთა ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ის „სმედერევოშია“ განათხოვრებული.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მან ამ კვირაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. პარასკევს სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში 21 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, კვირას კი 18-წლამდელებში ზეშედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.

ბითაძის კლუბმა სტუმრად “ჟელეზინაჩარი” 95:39 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი 28 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 6 ჩაჭრა, 7 დაფარება და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 10 ორქულიანი, სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 49 ერთეული შეადგინა.

„მეგა ლეკსს“ იუნიორთა ჩემპიონატში მორიგი მატჩი 14 დეკემბერს, შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „პოლეტთან“ ელის. ბითაძის გუნდს 6 მატჩში 4 მოგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125155