საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 6 და 7 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
2017 წლის იანვარში კი, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ა ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.
სფფ-ის პრესსამსახური