“მანჩესტერ იუნაიტედი” ანტირეკორდების დამყარებას განაგრძობს. საქმე ისაა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგის 13 ტურში 20 ქულის დაგროვება შეძლეს, ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი, ხსენებულ ტურებში “იუნაიტედს” 1990-1991 წლების სეზონიდან მოყოლებული არ ჰქონია.
გარდა ამისა, “მანიუმ” ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ საკუთარ მოედანზე აღნიშნული შედეგიც 1980 წლის შემდგომ პირველად აჩვენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ვესტ ჰემთან” (1:1) მატჩში წითელი ბარათი მიიღო ჟოზე მოურინიომ, რომელიც მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გააძევეს სათადარიგო სკამიდან. “მანჩესტერი” ამჟამად მეექვსე ადგილზეა და ლიდერ “ჩელსის” 11, ხოლო მეოთხეადგილოსან “არსენალს” 8 ქულით ჩამორჩება.