ფეხბურთი

17:34 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო “სპარტაკს” დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ “სახალხო გუნდის” ვებგვერდი იტყობინება. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ წვრთნაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ჯანოს რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში გროზნოს “ტერეკთან” (1:0) მატჩი სწორედ მცირე ტრავმის გამო გაუცდა.

მასიმო კარერას გუნდი, რომელიც პრემიერლიგას 6 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, გასვლაზე გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვს” ეთამაშება 1 დეკემბერს.

0.16117