ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გამორჩეული მატჩები ჩაატარეს “ანდორას” ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ – პირველმა მათაგანმა პარკეტზე 25:18 წუთში 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 9-დან 7 საჯარიმო სტყორცნა ზუსტად. ეს გარჯა ქართველ ცენტრს დაუფასდა და ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის სიმბოლურშიც შეიყვანა.
რაც შეეხება ბურჯანაძეს – მან “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ 22:18 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ბურჯანაძემ 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ისროლა ზუსტად.
“ანდორას” 9 ტურში 6 მოგება აქვს 3 წაგების საპირისპიროდ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი
სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ