დევისის თასის მოგების შემდეგ არგენტინელთა ლიდერმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მცირე კომენტარი გააკეთა.
“მეხუთე სეტში ბურთის დარტყმის დროს მარცხენა ხელის თითი მოვიტეხე. ემოციური თვალსაზრისით მატჩი ძალიან დამქანცველი გამოდგა, მაგრამ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი წამდათ და უფლება არ მომცეს უმძიმესი ტრავმების შემდეგ ჩოგბურთიდან წავსულიყავი. ახლა კი აქ ვარ და ჩემს ქვეყანას გამარჯვება მოვუტანე”- განაცხადა დელ პოტრომ.
შეგახსენებთ, რომ დელ პოტრომ დევისის თასის მეოთხე მატჩში მარინ ჩილიჩთან 5-საათიან შეხვედრაში 6:7, 2:6, 7:5, 6:4, 6:3 იმარჯვა, თანაც მეხუთე სეტში ის მარცხენა ხელის ტრავმირებული თითით თამაშობდა.