საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
მძიმე წონით კატეგორიაში, ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც ავსტრიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.
საქართველოს კრივის ფედერაცია