სხვა

11:56 | 28.11.2016 | ნანახია 2678 - ჯერ

ორი კაჩი-კოში

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, 2017 წლის სეზონის პირველ ბაშოზე ისევ ორი ქართველი სეკიტორი იჭიდავებს. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ნოემბრის სუპერტურნირი საბოლოო დადებითი ბალანსით – კაჩი-კოშით ჩაამთავრეს და პირადი რეიტინგის გაუმჯობესებაც გაინაღდეს.

განსაკუთრებით წარმატებული გასული ბაშო ტოჩინოშინისთვის გამოდგა, რომელიც დოჰიოზე მე-6 მაეგაშირას რანგში გადიოდა. ბოლო – მე-15 ტურში მან მე-15 მაეგაშირა იშიურას აჯობა და შეჯიბრება 5-ქულიანი დადებითი ბალანსით – 10 მოგებით და 5 წაგებით დაასრულა.

გაგამარუ სეზონის ბოლო ბაშოს კრიტიკული რეიტინგით შეხვდა. 199-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი მე-15 მაეგაშირას წოდებით ჭიდაობდა და თუ მინიმუმ 8 ქულას არ აიღებდა, მეორე დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაურჩებოდა.

ჯუღელმა სასურველი ბალანსი და ელიტაში დარჩენა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, გორგაძის ძლევით. გუშინ კი მე-9 მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა.

"იმპერატორის თასს” კი იოკოძუნა კაკურიუ დაეუფლა, რომელმაც ნოემბრის ბაშოზე 14 ქულა მოიპოვა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:55 | 28.11.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

უმაღლეს დივიზიონში გვყამდეს წარმომადგებელი უკვე დიდი საქმეა.
ასეთი წარმატებულები კი საერთოდ ფანტასტიკა

14:54 | 28.11.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

საღოლ ტოჩი! შენ დღეს უკვე იოკოძონა ხარ ჩვენ თვალში!

იოკოძონა კაცობაში!

12:28 | 28.11.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

ბრავო ბიჭებს.კაკურიომ ჩესნად მოიგო,მაგარი დებილია მაგრამ ამ ბაშოზე იფრინა იმენა.
აი ტოჩიმ რომ გაგას მოაგებინა10000 % ვარ დარწმუნებული თორემ მოიფრიალებდა მოპარული ჯეშტივით ეგერეც უნდა ექნა ,მისაცემი იყო და მიცა.იმედია ტოჩი კომუსუბად აიწევა.

12:21 | 28.11.2016
Buratino (3505)

ყოჩაღ ტოჩის, რადგან ჩემი სიტყვა შეასრულა და მოძმე გაგა მაკე-კოშისთვის არ გაიმეტა. თვითონ კი იქნებ სანიაკუშიც დაბრუნდეს

22:16 | 28.11.2016
ogafa (10220)

ყოჩაღ ნამდვილად სსაამატოა

17:29 | 28.11.2016
miriani (2665)

გითხარი უეჭველი მიცემს გაგას თქო??? ძმობაში საქმეს ჭირდებოდა და ასეა... აი სანიაკუსი კი რა მოგახსენო ჯერ....

0.121515