ფეხბურთი

13:09 | 28.11.2016 | ნანახია NaN - ჯერ

"იუვენტუსმა" ანტირეკორდები დაამყარა...

იტალიის სერია A-ს XIV ტურში ტურინის “იუვენტუსი” “ჯენოასთან” 1:3 დამარცხდა, მაგრამ ეს უბრალოდ წაგება არ ყოფილა – “ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნულ მატჩში ბევრი ანტირეკორდი დაამყარა იტალიის ჩემპიონატის მასშტაბით.

“იუვემ” სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა და ასეთი რამ ბოლოს 2005 წელს “მილანთან” დაემართა, როცა “როსონერიდან” კლარენს ზეედორფმა მე-14, რიკარდო კაკამ 26-ე, ხოლო ანდრეა პირლომ 45-ე წუთებზე გაუტანეს. გარდა ამისა, იუვემ” ორი ბურთის სხვაობით 2013 წლის მერე წააგო პირველად – მაშინ, “ბინაკონერიმ” ფიორენტინასთან” დათმო მატჩი 2:4. აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის მატჩებს შეიცავს და მასში ჩემპიონთა ლიგა შესული არაა.

მიუხედავად მძიმე მარცხისა, “იუვენტუსი” სერია A-ს მაინც დამაჯერებლად ლიდერობს – “მილანსა” და “რომას” 4-4 ქულით უსწრებს.

თეგებიიუვენტუსი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:01 | 08.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჟარდიმი ჭკვიანი მწვრთნელია ემერის ნაღდად ჯობია მთელი მონაკო იყიდა არაბმა

0.17043