ფეხბურთი

11:26 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე შესაძლოა ჰოლანდიაში დაბრუნდეს

შოთა არველაძე შესაძლოა ჰოლანდიაში დასაქმდეს, კერძოდ, “აზ ალკმაარში”. როგორც ინტერნეტპორტალი voetbalzone.nl-ი იუწყება, ჰოლანდიური გუნდი არველაძის მიწვევას 2017 წლის ზაფხულში გეგმავს. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ “ალკმაარის” ამჟამინდელ თავკაც ჯონ ვან დერ ბრომს კონტრაქტი ეწურება, რომლის გახანგრძლივებაზეც უარი თქვა – სწორედ მის შემცვლელად განიხილება არველაძე.

შოთა “ალკმაარში” უცხო ნამდვილი არაა – იგი, როგორც ფეხბურთელი 2005-2007 წლებში თამაშობდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ. ხსენებულ ორ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 90 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა (მხოლოდ ერედივიზიონის ეგიდით).

არველაძე ამჟამად თელ-ავივის “მაკაბიში” მუშაობს, ხოლო მანამდე სხვადასხვა პერიოდში “ქაისერისფორს”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსფორს” ედგა სათავეში. სხვათა შორის, 2008-2010 წლებში “ალკმაარშიც” მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

0.116825