რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის საუკეთესო გოლად რა გასაკვირია და თორნიკე ოქრიაშვილის შედევრი დასახელდა. ავტორიტეტული გამოცემა championat.com-ი ტრადიციულად ყოველი ტურის ბოლოს ხუთ საუკეთესო გოლს ავლენს და ამჯერზე პირველი ადგილი უპირობოდ ოქრიაშვილს ერგო.
შეგახსენებთ, თორნიკემ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” მსაჯის დამატებულ მეოთხე წუთზე მაკრატელა დარტყმით გაუტანა და ძლიერ მეტოქესთან გაამარჯვებინა – 2:1.