ფეხბურთი

21:04 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ "რაპიდის" რიგებში გაიტანა (VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში გოლით გამოიჩინა თავი გიორგი ქვილითაიამ. ქართველმა ფორვარდმა „რაპიდისა“ და „შტურმის“ შეხვედრის მე-13 წუთზე თავური დარტყმით აიღო სტუმართა კარი. მის მიერ გატანილი გოლის მიუხედავად, „რაპიდი“ დამარცხდა და ისედაც რთული სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა - ქართველის გუნდი ამჟამად 20 ქულით მეხუთე ადგილზეა 10 გუნდიან ჩემპიონატში.

რაც შეეხება ქვილითაიას - ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო ბუნდესლიგაში, მთლიანობაში კი „რაპიდის“ რიგებში - მესამე. მანამდე ჩვენებურმა თავი ავსტრიის თასზე და ევროპა ლიგაზე, იტალიურ „სასუოლოსთან“ გამოიჩინა.

0.118196