ფეხბურთი

18:16 | 27.11.2016 | ნანახია 1143 - ჯერ

რიბერიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. “რეკორდმაისტერის” ვებგვერდის ინფორმაციით, 33 წლის ფრანგი შემტევი მიუნხენში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ძველ ხელშეკრულებას კი ვადა 2017 წლის ზაფხულში გასდიოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ბაიერნში” კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებ. მიუნხენი ამ დროის განმავლობაში ჩემს ოჯახად იქცა. მჯერა, რომ იმ წელიწადნახევარში, რაც დამრჩა აქ სათამაშოდ, ბევრ ტიტულს მოვიგებ და ჩვენს ქომაგებს გავახარებთ”, - განაცხადა რიბერიმ.

ფრანგი მოთამაშე “ბაიერნში” 2007 წლიდან თამაშობს და ხსენებულ პერიოდში ყოველთვის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:13 | 27.11.2016
berodaviti (4285)

საქართველოს ფეხბურთს და ჩემპიონატს არც მამა ჰყავს და არც დედა...

თქვენი უსამართლო მსაჯელონა მიგვიფურთხებია ფოთელებს თქვე სამარცხვინოებო თქვენ...

როგორ აკადრეთ ფეხბურთის აკვანსა და საქართველოს მარჩენალს ამდენი ძალმომრეობა ?!

ფოთში არ გნახოთ ჩამოთრეულები, გაგყრით ისე როგორც არასდროს არავინ არ გაგვიფარჩაკებია...

ფეხბურთით ცხოვრება ერთადერთი გვქონდა დარჩენილი და რა გინდათ, თქვენი...

19:07 | 27.11.2016
samtrediel (8001)

ამის გაშვება შეცდომა იქნებოდა ახლა. ისევე, როგორც თავის დროზე ჯოვანი ელბერის, ლიონში.

18:42 | 27.11.2016
tomasmuller (668)

გუნდის სული და გული გუნდის ლეგენდა

0.067468