კალათბურთი

17:30 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 10 ქულა და პირველი მარცხი ჩემპიონატში

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი "ოლიმპიაკოსთან" განიცადა. ათენელებმა პირეოსში ლიდერთან ორი მეოთხედი კი მოიგეს, თუმცა საბოლოდ მაინც 67:78 წააგეს.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ ამერიკელ გამთამაშებელ სროლები არ წაუვიდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 2 გახლდათ. აქტიურობის მიუხედავად, დიქსონმა მხოლოდ 10 ქულა მიითვალა, რადგან 5-დან 2 ორქულიანი და ასევე 5 სამქულიანიდან 1 ჩააგდო. 6 საჯარიმო სროლიდან მაიკლმა 3 გამოიყენა, ასევე აქტივობას 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ნაკრების წევრი 4-ჯერ დაჯარიმდა და ასევე მის წინააღმდეგ 4-ჯერ იუხეშეს.

ამრიგად, საბერძნეთის ჩემპიონატს "ოლიმპიაკოსი" 8-დან 8 მოგებით ლიდერობს. მეორე ადგილზე აეკ-ია, რომელიც მე-9 ტურში შინ "კოროიბოსს" 3 დეკემბერს დაუპირისპირდება.

0.114903