ფეხბურთი

12:20 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მორიგი მიღწევა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 წლის განმავლობაში 50 ან მეტი გოლი გაიტანა.

ევროპის ჩემპიონმა "ხიხონთან" მოგებულ (2:1) მატჩში დუბლი შეასრულა და 2016 წელს 51 გოლი დაუგროვდა. ევროპის ჩემპიონმა 2015 წელს 57 გოლი გაიტანა, 2014-ში - 61, 2013-ში - 69, 2012-ში - 63, 2011-ში კი - 60.

მიმდინარე წელ რონალდუს კონკურენციას ლიონელ მესი უწევს. "ბარსელონას" ვარსკვლავმა 54 გოლი გაიტანა, თუმცა 2013 წელს არგენტინელი პორტუგალიელს საგრძნობლად ჩამორჩა და მეტოქეთა კარი მხოლოდ 45-ჯერ აიღო.

0.117129