გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომამ” შინ “დეტროიტი” 106:88 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-7 და კარიერაში 44-ე სამმაგი დუბლი გააკეთა (17 ქულა, 15 პასი და 13 მოხსნა). კარიერაში ლებრონ ჯეიმსსაც ზუსტად 44 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. ამ მაჩვენებლიღ უესტბრუკი და ჯეიმსი 5-6 ადგილებს იყოფენ. ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 181 სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონის ანგარიშზეა.
“ვაშინგტონი” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიოსთან” 100:112 დამარცხდა. პირველ სამ პერიოდში ტეხასელებმა იმარჯვეს, ხოლო ბოლო მეოთხედში დედაქალაქელებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. “სან ანტონიოში” 24 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, ხოლო “ვაშინგტონში” 25 ქულით ბრედლი ბილი. “სან ანტონიო” 14 მოგებით და სამი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
“შარლოტ ჰორნეტსი” – “ნიუ იორკი” 107:102 (38:22, 20:25, 17:24, 32:31)
https://www.youtube.com/watch?v=kuMU7h6D3Bs
“ვაშინგტონი” – “სან ანტონიო” 100:112 (22:23, 22:31, 21:36, 24:22)
https://www.youtube.com/watch?v=q33BfxevAn4
“მაიამი” – “მემფისი” 107:110 (31:24, 18:27, 33:31, 25:28)
https://www.youtube.com/watch?v=HBWN1-zwY-U
“ოკლაჰომა” – “დეტროიტი” 106:88 (29:19, 27:27, 21:22, 29:20)
https://www.youtube.com/watch?v=O9wJJPd0uD4
“გოლდენ სტეიტი” – “მინესოტა” 115:102 (30:33, 26:15, 34:25, 25:29)