ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “მინესოტა” 115:102 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “გოლდენ სტეიტმა” მესამე პერიოდში “მინესოტას” 34:25 აჯობა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა 28 ქულა, 10 მოხსნა. “მინესოტაში” 31 ქულით ზაკ ლავინი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 15 მოგებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩში “გოლდენ სტეიტი” შინ “ატლანტას” შეხვდება, მატჩი 29 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.