ფეხბურთი

0:55 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო და "ლაიპციგთან" ჩამორჩენა შეამცირა

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის “ბაიერნის” უცნაური მდგომარეობა გრძელდება. საქმე “რეკორდმაისტერის” მდევრის როლს ეხება. პარასკევს “ლაიპციგის” მოგების მერე სხვაობა 6 ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ ახლა ისევ სამამდე შემცირდა. ამის მიზეზი კი, “ბაიერნის” წარმატებული თამაშია “ლევერკუზენის” წინააღმდეგ.

კარლო ანჩელოტის გუნდიბოლო დროს რომ ფორმის პიკზე ვეღარაა, ყველამ კარგად იცის. მიუნხენელებს არც დღეს მოუწყვეტიათ ციდან ვარსკვლავები, მაგრამ რაც მთავარია მოიგეს. ტიაგო ალკანტარასა და მატს ჰუმელსის გოლებით. ამ ბურთებს შორის, ერთი ხანობა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაათანაბრა, მაგრამ ეს გოლი “ბაიერს” თუნდაც ქულის მოსაპოვებლად არ ეყო. აღსანიშნავია, რომ “ბაიერნს” უკვე 17 თამაშია არ წაუგია, მას შემდგომ, რაც ჩემპიონთა ლიგის თამაშს ატარებს. ანუ, “რეკორდმაისტერი” სალიგო შეხვედრის მერე ყოველთვის ახერხებს მინიმუმ ქულის აღებას (14 მოგება, 3 ფრე).

როგორც თამაშამდე ამბობდნენ, კარლო ანჩელოტის თუ “ლევერკუზენთან” ვერ მოიგებდა საფრთხე ემუქრებოდა უმუშევრად დარჩენის, მაგრამ ფაქტია, რომ “ბაიერნმა” იმარჯვა და დროებით კრიტიკოსები გააჩუმა. სხვათა შორის, მიუნხენურმა გიგანტმა ბუნდესლიგაში ერთთვიანი პაუზის მერე მოიგო. ბოლოს მათ “აუგსბურგი” დაემარცხებინათ 29 ოქტომბერს. რის შემდგომაც “ჰოფენჰაიმთან” და “დორტმუნდთან” მხოლოდ ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, ამას თუ “როსტოვთან” მარცხსაც დავუმატებთ, აღმოვაჩენთ, რომ “ბაიერნმა” სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა – ასეთ ჩავარდნებს კი ბოლო წლებში ამ გუნდისგან აშკარად გადაჩვეულები ვართ.

დორტმუნდის “ბორუსია”, რომელმაც წინა ტურში მიუნხენის “ბაიერნს” მოუგო და თითქოს კრიზის თავი დააღწია, ისევ დაეცა. ამჯერად ფრანკფურტში “აინტრახტთან” და სამეულში შესვლის შანსი ამ დროისთვის დაკარგა. უგოლო პირველი ტაიმის მერე “აინტრახტმა” მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა და მეტოქე შინ უქულოდ გაუშვა – 2:1. აღსანიშნავია, რომ ნიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში გოლის გატანა 10-ჯერ შესძლო და ეს “აინტრახტის” საუკეთესო შედეგია 1990-1991 წლების სეზონიდან მოყოლებული. ეს შედეგზეც ისახება და ფრანკფურტელები სატურნირო ცხრილში 24 ქულით მესამე ადგილამდე აღზევდნენ. აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელმა სამივე შეცვლა 58-ე წუზე განახორციელა და ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყველა ცვლილება მწვრთნელმა ერთდროულად გამოიყენა.

ამას ხელი კი გარდა უშუალო კონკურენტ “დორტმუნდის” დამარცხებისა, “კიოლნისა” და “ჰოფენჰაიმის” უფერულმა თამაშმა შეუწყო. ყოველშემთხვევაში ვერც ერთმა მოიგო და ვერც – მეორემ. თუ “სოფლელებისთვის” “გლადბახთან” სტუმრად მოპოვებული ქულა მთლად მიუღებელი შედეგი არ უნდა იყოს, “კიოლნზე” იგივეს ვერ ვიტყვით – “თხებმა” შინ “აუგბსურგს” ბევრი მცდელობის მიუხედავად გოლი ვერაფრით გაუტანეს და თამაში მშრალზე დააასრულეს.

“ჰამბურგმა” ზედიზედ მეორე თამაში არ წააგო, მაგრამ რად გინდა – მაინც ბოლო ადგილზეა. ფაქტია, მხოლოდ ფრეებით ამ ისტორიულ გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება და დროზე თუ არ დაიწყო მოგებები, ქვედა ლიგაში დაქვეითება არ ასცდება.

აუსტაიდერთა დუელში ქულები გაიყვეს “ინგოლშტადმა” და “ვოლფსბურგმა” – ვალერიან ისმაელის გუნდის შემადგენლობას თვალი რომ შევავლოთ, წარმოვიდგენთ თითქოს სხვა პოზიციაზე უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ “მგლები” საშინელ სეზონს ატარებენ და “ჰამბურგივით” შავ დღეში არაა, მაგრამ არც ბევრი უკლია.

“გლადბახი” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (1:0)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 51 086

“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; კრისტენსენი, სტრობლი, ვესტერგაარდი; ელვედი, კრამერი (იანტშკე 87), დაჰუდი, ვენდტი; სტინდლი (ჰანი 87); აზარი (ჯონსონი 75), რაფაელი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“ჰოფენჰაიმი” (3-4-1-2): ბაუმანი; სულე, შარი (ამირი 46), ჰუბნერი; კადერაბეკი, პოლანსკი, რუდი, ზუბერი (ტოლიანი 59); კრამარიჩი; სჟალაი (უტი 46), ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 დაჰუდი (25), 1:1 ამირი (53)

გაფრთხილება: უტი (67), კადერაბეკი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 15 (4) ბურთის ფლობა: 47%-54% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დენიზ აიტეკინი

“აინტრახტი” – “დორტმუნდი” 2:1 (0:0)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 51 500

“აინტრახტი” (5-4-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, აბრაჰამი, ჰექტორი, ვალეხო, ოცზიპკა; ფაბიანი, ჰასებე, ჰუსჟტი (ბარკოკი 82), გაჩინოვიჩი; მეიერი (სეფეროვიჩი 70)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“დორტმუნდი” (4-1-3-2): ვაინდეფელერი; პიშჩეკი, გინტერი, სოკრატისი, შმელცერი; ვეიგლი (როდე 58); კასტრო, გიოტცე, შურლე (დემბელე 58); რამოსი (როისი 58), ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ჰუსჟტი, 1:2 ობამეიანგი (78), 2:1 სეფეროვიჩი (79)

გაფრთხილება: ჰექტორი (34), ფაბიანი (46), გაჩინოვიჩი (90), ჰრადეცკი (90) – სოკრატისი (65), კასტრო (74), შმელცერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 12 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

“კიოლნი” – “აუგსბურგი” 0:0 (0:0)

კიოლნი, “რეინენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (4-4-2): კესლერი; სორენსენი, მავრაი, ჰეინტცი, რაუში; რისე, ჰოგერი (რუდნევსი 57), ჰექტორი, ზოლერი (ჰარტელი 65); მოდესტე, ოსაკო (სალიჰი 85)

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, იანკერი, ჰინტერეგეერი, სტაფილიდისი; კორი, ბაიერი; შმიდი (ტეიგლი 71), ალტინტოპი (კაჩარი 90), მაქსი (უსამი 78); დონგ-ვონი

მწვრთნელი: დირკ შუსტერი

გაფრთხილება: ჰეინტცი (20), ჰექტორი (41) – დონგ-ვონი (29), იანკერი (36), ბაიერი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 13 (2) ბურთის ფლობა: 60%-40^ კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მარკუს შმიდტი

“ჰამბურგი” – “ვერდერი” 2:2 (2:2)

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

მაყურებელი: 55 237

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; დიკმაიერი (ვალდშმიდტი 64), ჯურუ, იუნგი, სანტოსი; საკაი, ოსტრზოლეკი; მიულერი, ჰოლტბი, კოსტიჩი; გრეგორიტში (ლასოგა 82)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

“ვერდერი” (4-1-4-1): დრობნი; ბაუერი, ვილიკოვიჩი, მოისანდერი, გარსია; პეცოსი (ბარგფრედე 46); ბარტლესი (ჰაიროვიჩი 88), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, გნაბრი (პიზარო 69); კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

გოლები: 1:0 გრეგორიტში (3), 1:1 ბარტლესი (14), 2:1 გრეგორიტში (28), 2:2 გნაბრი (45)

გაფრთხილება: ჯურუ (72), ჯურუ (72), მიულერი (88) - პეცოსი (11), მოისანდერი (39), ბარგფრედე (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 12 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი

“ინგოლშტადტი” – “ვოლფსბურგი” 1:1 (1:0)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 13 521

“ინგოლშტადტი” (4-2-3-1): ჰანსენი; ჰადერგონაი, მატიპი, ტისერანდი, სუტნერი; როგერი, კოენი; ლეჩკიე, გროსი (ლეიპერცი 90), იუნგი (ჰინტერსეერი 67); ჰარტმანი (ლეზჩანო 76)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარტდი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; დიდავი (მაიორალი 46), არნოლდი (კალიჯური 46), დრაქსლერი (შეფერი 75); გომესი

მწვრთნელი: ვალერიან ისმაელი

გოლები: 1:0 იუნგი (31), 1:1 კალიჯური (78)

გაფრთხილება: კოენი (33), როგერი (53) – გუილავოჯი (51)

გამოუყენებელი პენალტი: ჰარტმანი (18)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ბაიერნი” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:1)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 00

“ბაიერნი” (4-3-2-1): ნოიერი; კიმიხი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ლამი (ვიდალი 82), ალონსო, ტიაგო ალკანტარა; მიულერი (რობენი 65), დუგლას კოშტა (რიბერი 74); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ჰავერცი, კამპლი, არანგიზი, ბრანდტი (ვოლანდი 59); ჩალჰანოღლუ, მეჰემდი (ჩიჩარიტო 59)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (30), 1:1 ჩალჰანოღლუ (35), 2:1 ჰუმელსი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 13 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო ფრიტცი

ბომბარდირები: ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12 გოლი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 7, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 7.

თეგებიბუნდესლიგა
0.67237