ფეხბურთი

10:25 | 26.11.2016 | ნანახია NaN - ჯერ

შოთა არველაძე “კრასნოდარში”? კიდევ შესაძლებელია

რუსული “კრასნოდარი” მწვრთნელად შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავსო, ამის შესახებ ორიოდე თვის წინ დაიწერა, თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა: როცა ოლეგ კონონოვი წავიდა, მის ნაცვლად კრასნოდარელთა თავკაცად იგორ შალიმოვი დაინიშნა. თუმცა, შოთას საკითხი ჯერ კიდევ ძალაშია.

გაირკვა, რომ შალიმოვს კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა არ აქვს, რუსული საიტები ხშირად წერენ მის შესაძლო გათავისუფლებაზე. არველაძე ამჟამად თელ ავივის “მაკაბის” წვრთნის, თუმცა არა გვგონია, “კრასნოდარისგან” მაცდური წინანადების მიღების შემთხვევაში უარი თქვას.

“კრასნოდარი” რუსულ პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.125336