ფეხბურთი

23:46 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულელი ლეგენდა

You’’ll never walk alone – ანუ, შენ არასოდეს იქნები მარტო – ამ ფრაზის გაგონებაზე ალბათ ყველას “ლივერპული” ახსენდება, ყოველშემთხვევაში მათ, ვინც ფეხბუთში და ზოგადად სპორტში ერკვევა. ცნობილი სიმღერა აღნიშნული სახელწოდებით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ლეგენდარულმა ლივერპულულმა ჯგუფმა “ბითლზმა” დაწერა, შემდეგ კი, იგი საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულშემატკივართა მთავარ ნიშად იქცა.

“ბითლზებს” რომ არ დაეწერათ, დიდი ეჭვი მაქვს, ეს ფრაზა მაინც დაიწყებდა არსებობას და მას ვინმე, სტივენ ჯერარდი შექმნიდა. უკაცრავად და, სტივენი “ვინმე” ნამდვილად არაა. ასე შეიძლება იგი ელ ჰაჯი დიუფმა მოიხსენიოს, რომელიც მართლაც რომ ვინმეა, მაგრამ თუ ფეხბუთის ჭეშმარიტ ქომაგზე მისდგება საქმე, სტივენ ჯერარდი ერთი სიტყვით დახასიათდება – ლეგენდა.

ერთი კვირის წინ “სტივიჯიმ” ამერიკულ ვოიაჟს წერტილი დაუსვა, ხოლო გუშინ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებაც ამცნო საზოგადოებას. ალბათ, არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ინგლისელი მეომრის თამაში ახლა თუ არა, დროთა განმავლობაში არ მოენატრება. “ლივერპული” ხომ დიდი გუნდია და, ერთი იყო, როცა მოედანზე სტივს გაჰყავდა და მეორე, როცა – არა.

სტივენს კარიერის დასრულება ისე მოუწია სანაკრებო დონეზე ვერაფერს მიაღწია, ვერც ინგლისის პრემიერლიგის ნანატრი ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ჯილდოები ნამდვილად აქვს სახლში. რომელი ერთი გნებავთ – ჩემპიონთა ლიგა თუ უეფას თასი, ევროპის სუპერთასი თუ ინგლისის სუპერთასი, ინგლისის თასებიც... და რაც მთავარია, მილიონობით ადამიანის გულები მოიგო.

სტივენ ჯერარდმა “ლივერპულში” პირველად 1998 წელს, 18 წლის ასაკში ითამაშა და ალბათ მაშინ, მასაც ვერ წარმოედგინა, რომ ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელის რანგში მოუწევდა ბუცების ლურსმანზე დაკიდება. ჯერარდზე როცა საუბარი ჩამოვარდება, ყოველთვის 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მახსენდება – ეს არ ყოფილა, უბრალოდ 90 ან 120 წუთიანი ბრძოლა თასისთვის. ეს რაღაც სხვა, რომელიც საუკუნეში ერთხელ თუ მოხდება ხოლმე და იმ დაუვიწყარი საღამოს მთავარი შემოქმედი ჩვენი დღევანდელი წერილის გმირია. თუ რა მოხდა მაშინ, გავრცობა აღარ სჭირდება და დროის ტყუილად კარგვა მგონია. უბრალოდ, მაშინ სტივიჯიმ “ლივერპულს” ჩემპიონთა თასი აჩუქა, ლანგრით მიართვა...

სხვათა შორის, წეღან ვინმე დიუფი ვახსენე და ყველას მას როდის ჰგავს. არიან ისეთებიც, რომლებიც ინგლისელზე აღმატებით ფარგლებში საუბრობენ და თანაც, სენეგალელზე გაცილებით დიდი “ვინმეები” – “ჩემთვის ჯერარდი ნახევარმცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკუეთესოა მსოფლიოში. იგი მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს. ვფიქრობ, ერთ-ერთია ყველაზე დიდებს შორის”, - ეს სიტყვები ჯერ კიდევ 2007 წელს თვით რონალდინიომ წარმოსთქვა, როცა ბრაზილიელი კარიერის ზენიტში იმყოფებოდა.

“არის თუ არა საუკეთესო? – შესაძლოა, არ ეთმობა იმდენი ყურადღება, რამდენიც მესისა და რონალდუს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მართლაც საუკეთესოა. მას შეუძლია თამაშზე გავლენის მოხდენა და რაც მთავარია, ფეხბურთელები მის გარშემო ერთიანდებიან, აქვთ ნდობა და რწმენა. ასეთი ფეხბურთელები არ ყალიბდებიან, არამედ იბადებიან”, - ეს კი, არანაკლებ სახელოვანის, ზინედინ ზიდანის სიტყვებია 2009 წელს.

ჰოდა, ვინმე დიუფის სიტყვები რა გასათვალისწინებელია და ვინ იცის, ეგებ აფრიკელს ამით საკუთარი თავის შეხსენება სურდა საზოგადოებისთვის... არ გამოუვიდა.

სტივენ ჯერარდმა კი, “ლივერპულიდან” წასვლის შემდგომ ერთი წელი ამერიკაში იბურთავა, იქაურებს “სოკერის” ნამდვილი სახე მანაც დაანახა და დაასრულა. თუმცა, მე მაინც სხვა აზრზე ვარ და ხანდახან არაა აუცილებელი ოფიციალურ ჩარჩოებში მოვექცეთ – სტივენ ჯერარდმა კარიერა 20015 წლის 24 მაისს დაასრულა, როდესაც “ლივერპულიდან” გააცილეს - You’’ll never walk alone…

ლივერპული   3 - 0    მიდლსბრო

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 0    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

უოტფორდი   0 - 5    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

არსენალი   3 - 1    ევერტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ლესტერი   1 - 1    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   0 - 1    სტოკი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   2 - 1    ვესტ ბრომვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   5 - 1    სანდერლენდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰალი   1 - 7    ტოტენჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარნლი   1 - 2    ვესტ ჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.247657