სტამბულის “ბეშიქთაშის” პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდო კვარეჟმა მეორე ახალგაზრდობას განიცდის. 33 წლის ფეხბურთელი “არწივების” ლიდერია, როგორც თურქეთის სუპერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. 2016 წლის ევროპის ჩემპიონმა გაიხუმრა კიდეც, რომ ამჟამად ჩემი სატრასნფერო ღირებულება 100 მილიონი ევრო გახლავთო.
“კარგად ვარ, ნდობა მაქვს – ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში ასე ვითამაშებდი. მადლობა ღმერთს ტრავმები არ მაქვს და ეს მეხმარება. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ 100 მილიონი ვღირვარ. სტამბული ჩემი მეორე სახლია, აქ ძალიან თბილად მიმიღეს. სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი მენატრება, უბრალოდ ზოგჯერ პორტუგალიურ საუბარს ვუსმენ”, - უთხრა კვარეჟმამ A Bola-ს.
რიკარდო კვარეჟმა “ბეშიქთაშში” პირველად 2010 წელს გადავიდა და 2012 წლამდე დაიცვა გუნდის ღირსება. თუმცა, 2015 წლიდან სტამბულში ისევ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში კი, მოედანზე 16-ჯერ გავიდა და 3 გოლის გატანა შესძლო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია