ფეხბურთი

22:08 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ელანო ბლუმერმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მისი ბოლო კლუბის, “სანტოსის” ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს.

“სანტოსმა” მომცა შესაძლებლობა მეთამაშა ფეხბურთი და მიმეღწია ცხოვრებაში ბევრი რამისთვის. დიდი მადლობა კლუბს ყველაფრისთვის”, - ციტირებს “სანტოსის” საიტი ელანოს სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ბლუმერი 2017 წლიდან “სანტოსის” სტუქტურაში სამუშაო ადგილს მიიღებს.

ელანოს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია, თუმცა უმეტესად სამშობლოში. ევროპაში კი, იგი თავის დროზე “შახტარის”, “მანჩესტერ სიტისა” და “გალათასარაის” რიგებში ირიცხებოდა. ბრაზილიის ნაკრებს რაც შეეხება, მისი ღირსება 40-ჯერ დაუცავს და 9 გოლიც აქვს გატანილი.

თეგებიელანო
0.089304