ფეხბურთი

21:46 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბედისგან დავიწყებული კომპანი – ბელგიელი ლაზარეთს დაუბრუნდა

“მანჩესტერ სიტისა” და ბელგიის ნაკრების კაპიტნის, ვინსენ კომპანის უიღბლობას დასასრული არ უჩანს. 30 წლის ცენტრალურმა მცველმა მორიგი ტრავმა მიიღო და როგორც, პეპ გვარდიოლამ დღეს განაცხადა, მოედანზე გასვლას 4-დან 6 კვირამდე ვერ შესძლებს. კომპანიმ ტრავმა ერთი კვირის წინ, “კრისტალ პალასთან” მატჩში მიიღო.

არადა, ბელგიელი ფეხბურთელი მოედანზე 7 თვიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში სულ რაღაც სამი თამაშის ჩატარება მოასწრო, რომ ისევ ლაზარეთს დაუბრუნდა. ხსენებული სერიოზული ტრავმის გამო კი, მას ევრო 2016-იც გაუცდა ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში.

0.11669