ფეხბურთი

20:37 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელ ჰაჯი დიუფი: “სტივენ ჯერარდი უბრალოდ არაფერს წარმოადგენს”

სენეგალის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი სტივენ ჯერარდთან ურთიერთობას იხსენებს. აფრიკელი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის ინგლისელი ლეგენდა არაფერს წარმოადგენს. მეტიც, სტივს თურმე მისი ეშინოდა კიდეც. თუ რა თქმა უნდა, დიუფს დავუჯერებთ.

“როდესაც “ლივერპულში” მივედი, იქ ორი ხელშეუხებელი ფიგურა იყო – ჯერარდი და კარაგერი. თუმცა, სტივენს მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. როგორც ფეხბურთელი იგი იმსახურებს ჩემს პატივისცემას, მაგრამ როგორც ადამიანი – არა.

“ლივერპულში” ყველა ფეხბურთელი ერთი დონის იყო და ერთნაირად ვარჯიშობდა. ჯერარდისთვის არასდროს, მისვლის პირველი დღიდან მაისური არ მითხოვია. თვალებში არასდროს მიყურებდა და ჩემი ეშინოდა”, - აღნიშნა სენეგალელმა.

ელ ჰაჯი დიუფი ფართო საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი 2002 წლის მუნდიალზე გახდა და სწორედ მაშინ გადაბარგდა “ლივერპულში”, სადაც 2004 წლამდე ითამაშა. სტივენ ჯერარდმა კი, აქტიური საფეხბურთო კარიერა გუშინ ოფიციალურად დაასრულა.

0.117485