ფეხბურთი

20:01 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: პლეი-ოფში დაწყვილდნენ

დასრულდა პირველი ლიგის ბოლო ტური და დადგა პლეი-ოფის ჯერი. დღის ცენტრალური მატჩი იყო “ჭიათურა” – “საპოვნელა”. ზემოიმერლებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს ექვსეულში შესასვლელად, ხოლო თერჯოლელებს ფრეც ჰყოფნიდათ. “ჭიათურამ” იმარჯვა და პროლიგა2-ში დარჩენის შანსი დაიტოვა...

ამავდროულად, ვანის “სულორმა” მცხეთაში 2:1 აჯობა ჯგუფის გამარჯვებულ “ვიტ ჯორჯიას” და ექვსეულში შევიდა.

გამოსარჩევი იყო “რუსთავის” 8:0 გამარჯვება ხობის “კოლხეთთან”. რუსთაველებმა, მიუხედავად იმისა, რომ 6 ქულა დაკლებული აქვთ, პირველი ადგილი დაიკავეს თავის ჯგუფში.

თეთრი ჯგუფი

რუსთავი - კოლხეთი (ხობი) 8:0

მერანი (მარტვილი) - სამგურალი (წყალტუბო) 3:0

ლიახვი (ცხინვალი) - მეშახტე (ტყიბული) 1:3

ჩხერიმელა (ხარაგაული) - იმერეთი (ხონი) ორივე გუნდი მოხსნილია

წითელი ჯგუფი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - სულორი (ვანი) 1:2

ჭიათურა - საპოვნელა (თერჯოლა) 1:0

ბორჯომი - გარდაბანი 2:0

სქური (წალენჯიხა) - ოდიში 1919 (ზუგდიდი) 3:5

პლეი-ოფში ერთმანეთს შეხვდებიან:

ლიახვი - ბორჯომი, კოლხეთი - სქური, სულორი - მერანი, ჭიათურა - მეშახტე.

28 დეკემბერს პირველი მატჩები გაიმართება, ხოლო 2 დეკემბერს - საპასუხო. პლეი-ოფის მეორე ეტაპს რაც შეეხება, 5 და 9 დეკემბერს შედგება.

საბოლოოდ, ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომლებიც გაისად პროლიგა2-ში ითამაშებენ. პროლიგა2-ის საგზური უკვე მოიპოვა პირველი ლიგის ოთხმა საუკეთესო გუნდმა, ანუ ჯგუფების ორ-ორმა საუკეთესომ: “ვიტ ჯორჯიამ”, “გაგრამ”, “სამგურალმა” და “რუსთავმა”.

გაისად პროლიგა1-ში და პროლიგა2-შიც 10-10 გუნდი ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165392