ფეხბურთი

19:55 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაში ჯეკო გამოარჩიეს

გულშემატკივრებმა უეფას ევროპა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ბოსნიის ეროვნული ნაკრების და “რომას” თავდამსხმელი ედინ ჯეკო დაასახელეს. ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმათა 67% მიიღო, მეორე ადგილზე ალექსანდრ კოკორინი გავიდა (11%), მესამეზე - უეინ რუნი (7%).

“მგლებმა” მეხუთე ტურში შინ “პლზენი” 4:1 დაამარცხეს, ჯეკომ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. თავდამსხმელის შედეგიანი თამაშის წყალობით, იტალიელებმა ჯგუფი ერთი ტურით ადრე პირველ ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე სეზონში ედინმა 19 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119036