ჩოგბურთი

15:30 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა არგენტინას ზაგრებიდან უქომაგებს

ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა ზაგრებში ჩავიდა და არგენტინის საჩოგბურთო ნაკრებს დევისის თასის ფინალში “ზაგრებ არენას” ტრიბუნიდან უქომაგებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც იცით, დიეგო ჩოგბურთში არგენტინის ნაკრების დიდი გულშემატკივარია, მარადონა 2006 წლის დევისის თასის ფინალსაც ესწრებოდა, სადაც არგენტინა რუსეთთან 2:3 დამარცხდა.

ზაგრებში მარადონას ჩასვლასთან დაკავშირებით ხორვატთა ლიდერმა მარინ ჩილიჩმა მცირე კომენტარი გააკეთა: “კარგია, მარადონა ფინალს, რომ დაესწრება, ის თავის ქვეყანას უგულშემატკივრებს, ხოლო ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.

დევისის თასის ფინალი 25-27 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრების წინასწარი განრიგი (რომელიც შეიძლება შეიცვალოს) ასე გამოიყურება:

25 ნოემბერი. 17:00

მარინ ჩილიჩი - ფედერიკო დელბონისი

დასრულებისთანავე

ივო კარლოვიჩი – ხუან მარტინ დელ პოტრო

26 ნოემბერი

ივან დოდიგი/ფრანკო შკუგორი – ლეონარდო მაიერი/გვიდო პელია

27 ნოემბერი

მარინ ჩილიჩი – ხუან მარტინ დელ პოტრო

ივო კარლოვიჩი – ფედერიკო დელბონისი

0.124047