ფეხბურთი

15:20 | 25.11.2016 | ნანახია 1470 - ჯერ

დრინკუოთერი მკაცრად დაისაჯა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისცპლინო კომიტეტმა ქვეყნის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” ნახევარმცველი დენი დრინკუოთერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. 26 წლის ფეხბურთელმა გასულ ტურში “უოტფორდთან” მატჩის 67-ე წუთზე შვეიცარიელ ვალონ ბეჰრამის სახეში იდაყვი მოარტყა.

ეს ეპიზოდი მთავარ მსაჯ ნილ სვორბრიკს შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტს – არა.

შესაბამისად, დრინკუოთერს პრემიერლიგის მომდევნო მატჩები - “მიდლსბროსთან”, “სანდერლენდთან” და “მანჩესტერ სიტისთან” - გაუცდება. ამ სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა “მელიების” შემადგენლობაში 19 თამაშის ჩატარება მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.076608
1470