ფეხბურთი

14:10 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში ფიგუს სახლი გაძარცვეს

“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ყოფილ ნახევარმცველს ლუიშ ფიგუს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს მადრიდში სახლი გაუძარცვეს.

როგორც ესპანური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მძარცველებმა სახლიდან დაახლოებით 500 ათასი ევროს ღირებულების ნივთები გაიტანეს, მათ შორის 15 ძვირადღირებული საათი და სხვა საიუველირო ნაკეთობები.

ძარცვის დროს თავად ფიგუ სახლში არ იმყოფებოდა, გვიან ღამით დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მძარცველებმა სახლის ყველა სათავსოში მოახერხეს შეღწევა. შენობაში და მის სიახლოვეს დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების შესწავლით დადგინდა, რომ ძარცვა ორმა ბოროტმოქმედმა განახორციელა.

თეგებილუიშ ფიგუ
0.118893