ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-9 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა საბერძნეთში, სადაც “ოლიმპიაკოსი” შინ “მაკაბისთან” 73:80 დამარცხდა. ბერძნები სამი პერიოდის შემდეგ 16 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს და ბოლო, მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო. “ოლიმპიაკოსის” ლიდერმა ვასილის სპანულისმა გუნდს 14 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა შესძინა. “მაკაბიმ” გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთ კალათბურთელს 10 და მეტი ქულა დაუგროვდა, მათ შორის საუკეთესო 19 ქულით დი ჯეი სილი გახლდათ.
“ეფესმა” შინ “ცრვენა ზვეზდა” 100:79 გაანადგურა. თურქულ კლუბში საუკეთესო გახლდათ ბრაუნი 20 ქულით და 9 მოხსნით. “ცრვენა ზვეზდაში” 20 ქულით ჯენკინსი გამოირჩა.
“მილანო” საკუთარ დარბაზში “ფენერბაჰჩესთან” 70:79 დამარცხდა. საწყისი ორი პერიოდის წაგების შემდეგ, მესამეში “მილანო” 5 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში თურქულმა კლუბმა “არმანი” 21:7 გაანადგურა. “ფენერბაჰჩეში” 18 ქულით სლუკასი გამოირჩა, ხოლო “მილანოში” 17 ქულით - სანდერსი.
ევროლიგის რეგულარულ სეზონს 7 მოგებით და 1 მარცხით მოსკოვის ცსკა ლიდერობს.
ეფესი – ცრვენა ზვეზდა 100:79 (21:21, 26:19, 27:24, 26:15)
https://www.youtube.com/watch?v=-rey3E0nIt4
ოლიმპიაკოსი – მაკაბი 73:80 (20:24, 17:20, 12:21, 24:15)
https://www.youtube.com/watch?v=6NWL5OwivZs
ჟალგირისი – ბამბერგი 86:72 (18:22, 29:17, 24:16, 15:17)
https://www.youtube.com/watch?v=6NWL5OwivZs
მილანო – ფენერბაჰჩე 70:79 (17:21, 19:23, 27:14, 7:21)
https://www.youtube.com/watch?v=WydSytSAM34
რეალი – უნიქსი 89:75 (25:17, 15:20, 22:18, 27:20)
https://www.youtube.com/watch?v=mo4TyFfIaec