ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს 26-ე ჩემპიონატზე მორიგი ტურის პარტიები გათამაშდა.
65 წელს გადაცილებული ასაკის ქალბატონებში 4 ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში თამარ ხმიადაშვილი და რუსეთის წარმომადგენელი ტამარა სოროკინა იმყოფებიან. ლიდერებს ნაევარი ქულით ჩამორჩება მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.
50 წელს გადაცილებულ ქალებს შორის მოასპარეზე ციალა ქასოშვილს კი 4 შესაძლებლიდან 3,0 ქულა აქვს და მე-7 ადგილი უკავია.
ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვყავს. 5 შესაძლებლიდან 3,5-3,5 ქულით მე-17-36-ე ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეთა შორის არიან ზურაბ სტურუა და გიორგი ბაღათუროვი. 2 ქულით აუტსაიდერთა შორისაა ვარლამ ვეფხვიშვილი.