ფეხბურთი

2:48 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: 13 გუნდი ფლეი-ოფშია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ 1/16 ფინალური ეტაპის საგზური უკვე 13 გუნდმა გაიფორმა ოფიციალურად, ხოლო 11 გუნდი ფლეი-ოფში თამაშის უფლებისთვის ბოლო ტურში იბრძოლებს.

A ჯგუფი

A ჯგუფში 1/16 ფინალის საგზური ოფიციალურად არავის გაუფორმებია, თუმცა ბევრი რამ გამოიკვეთა. “იუნაიტედს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად “ზორიასთან” საგარეო მატჩში ქულაც ეყოფა, ხოლო “ფეიენოორდი” საკუთარ თავზე რომ იყოს დამოკიდებული, შინ ორბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს “ფენერბახჩეს”.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს: “ფენერბახჩემ” შინ ჯაბა ლიპარტიას (თადარიგში იყო) “ზორია” დაამარცხა, ხოლო “იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა “ფეიენოორდს”.

ფენერბახჩე – ზორია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სტოჩი (59), 2:0 კიაერი (67)

მანჩესტერ იუნაიტედი – ფეიენოორდი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 რუნი (35), 2:0 მატა (69) 3:0 ჯონსი (75 ს.კ.), 4:0 ლინგარდი (92)

B ჯგუფი

ორივე 1/16 ფინალისტი გამოვლინდა B ჯგუფში: “აპოელი” და “ოლიმპიაკოსი”. კვიპროსული გუნდი ასტანაში დამარცხდა, ხოლო “ოლიმპიაკოსმა” შინ “იანგ ბოიზთან” აიღო ქულა, თუმცა მეტის გაკეთება საჭირო აღარ აღმოჩნდა.

ასტანა – აპოელი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ეფრემი (31), 1:1 ანიჩიჩი (59), 2:1 დესპოტოვიჩი (84)
გაძევება: ასტიცი (33 აპ.)

ოლიმპიაკოსი – იანგ ბოიზი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ფორტუნისი (48), 1:1 ოაროუ (58)

C ჯგუფი

ყველაფერი გაირკვა C ჯგუფშიც, სადაც შემდეგი ეტაპის საგზური “ანდერლეხტმა” და “სენტ-ეტიენმა” მოიპოვეს. ბელგიელებმა გასვლაზე “გაბალა” დაამარცხეს, რომლის შემადგენლობაშიც სრულად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა. ფრანგებმა კი, შინ “მაინცი” მიიღეს, ქულა მოიპოვეს, რაც ფლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

სენტ-ეტიენი – მაინცი 0:0

გაბალა – ანდერლეხტი 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ტიელემანსი (11), 1:1 რიკარდინიო (15 პენ.), 1:2 ბრუნო (90), 1:3 ტეოდორჩუკი (94)
გაძევება: ეიყუბოვი (89 გ.)

74-ე წუთზე რიკარდინიო პენალტი ვერ გაიტანა

D ჯგუფი

“ზენიტმა” მეხუთე მატჩშიც მოიგო და 15 ქულით ლიდერია. რუსებმა შინ შოთა არველაძის “მაკაბი” დაამარცხეს, ხოლო “ალკმაარმა” გასვლაზე “დანდალკს” მოუგო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

“მაკაბი” ბოლო ტურში შინ “დანდალკს” მიიღებს, მაგრამ საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა და იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს, თავის 3 ქულის გარდა, “ალკმაარმა” შინ “ზენიტს” ვერ უნდა მოუგოს.

ზენიტი – მაკაბი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოკორინი (44), 2:0 კერჟაკოვი (91)

დანდალკი – ალკმაარი 0:1 (0:1)

გოლი: ვეგჰორსტი (9)

E ჯგუფი

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “რომამ” იოლად სძლია “პლზენს” და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, დიეგო პეროტის ულამაზესი გოლი და ამის ნახვას ყველას გირჩევთ. ედინ ჯეკომ კი, ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

მეორე მატჩში “აუსტრია” 79-ე წუთამდე 1:0-ს უგებდა “ასტრას”, თუმცა 65-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, ვეღარ გაძლო, ორი ბურთი გაუშვა და დამარცხდა.

“ასტრა” მე-2 ადგილზეა და “აუსტრიას” 2 ქულით უსწრებს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ბოლო ტურში “რომას” ეთამაშება, ხოლო “აუსტრია” უმოტივაციო “პლზენს” და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ავსტრიელებს აქვთ.

აუსტრია – ასტრა 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 როტპულერი (57), 1:1 ფლორეა (79), 1:2 ბუდესკუ (88 პენ.)
გაძევება: გრუნვალდი (65 აუ.)

რომა – პლზენი 4:1 (1:1)

გოლები: 1:0, 2:1, 4:1 ჯეკო (11; 61; 88), 1:1 ზემანი (18), 3:1 პეროტი (82)

F ჯგუფი

ყველაფერი გაირკვა F ჯგუფშიც, სადაც სამწუხაროდ გიორგი ქვილითაიას “რაპიდი” ჯგუფში ჩარჩა. “რაპიდი” გასვლაზე “გენკთან” კარელესის გოლით დამარცხდა. ქვილითაია თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა საკუთარი გუნდის გადარჩენა ამჯერად ვეღარ მოახერხა.

“ბილბაომ” “სან მამესზე” “სასუოლოს” სძლია და “გენკის” მსგავსად, ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ბილბაო – სასუოლო 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბალენსიაგა (2 ს.კ.), 1:1 რ.გარსია (10), 2:1 ადურისი (58), 3:1 ლეკუე (79), 3:2 რაგუსა (83)

გენკი – რაპიდი 1:0 (1:0)

გოლი: კარელისი (11)

G ჯგუფი

უმოტივაციოდ დარჩენილმა “აიაქსმა” “ამსტერდამ არენაზე” ბოლო ადგილოსანი “პანათინაიკოსი” მიიღო და შონეს და ტეტეს გოლებით დაამარცხა, ხოლო “ესტადიო ბალაიდოსზე” გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა. “სელტა” იაგო ასპასის გოლით დიდხანს უგებდა “სტანდარდს”, თუმცა 81-ე წუთზე ლაიფისმა გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. 94-ე წუთზე გალისიელებს იაგო ასპასი გაუძევეს და ბოლო ტურში ვერ ითამაშებს. გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ბელგიელებს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ და ამიტომაც, მცირე უპირატესობა მათ მხარეზეა.

სელტა – სტანდარდი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ასპასი (8), 1:1 ლაიფისი (81)
გაძევება: ასპასი (94)

აიაქსი – პანათინაიკოსი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 შონე (40), 2:0 ტეტე (50)

H ჯგუფი

ინტრიგა შენარჩუნდა H ჯგუფშიც. “შახტარმა”, რომელმაც წინა ტურში გაიფორმა შემდეგი ეტაპის საგზური შინ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა “კონიასპორს”.

მეორე ადგილისთვის მებრძოლი კლუბები კი, ერთმანეთს “ჯელამკო არენაზე” დაუპირისპირდნენ. მასპინძელი “გენტი” ორჯერ აგებდა “ბრაგასთან”, თუმცა ამდენჯერვე გაათანაბრეს და მატჩი 2:2 დასრულდა. პორტუგალიური კლუბი ერთი ქულით უსწრებს ბელგიურს, თუმცა “ბრაგას” ბოლო ტურში “შახტართან” თამაში უწევს, რომელსაც შანსი აქვს ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვოს.

გენტი – ბრაგა 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 სტოილკოვიჩი (14), 1:1 კულიბალი (32), 1:2 ჰასანი (36), 2:2 მილიჩევიჩი (40)

შახტარი – კონიასპორი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბარდაკჩი (11 ს.კ.), 2:0 დენტინიო (36), 3:0 ედუარდო (66), 4:0 ბერნარდი (74)

I ჯგუფი

ყველაფერი გაირკვა I ჯგუფში. “შალკემ” საკუთარ მოედანზე ორი უპასუხო ბურთი გაუტანა “ნიცას” და კვლავ ქულათა მაქსიმუმი აქვს, ხოლო “კრასნოდარმა” შინ “ზალცბურგი” მიიღო და ფრედ ეთამაშა. რუსები ავსტრიელებს 3 ქულით უსწრებენ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი აქვთ. შესაბამისად, 1/16 ფინალში არიან და ფლეი-ოფში თორნიკე ოქრიაშვილსაც ვიხილავთ.

შალკე – ნიცა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (14), 2:0 აოგო (80 პენ.)
გაძევება: ტეკპეტი (93 შ.)

კრასნოდარი – ზალცბურგი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დაბური (37), 1:1 სმოლოვი (85)

J ჯგუფი

“ფიორენტინამ” “არტემიო ფრანკიზე” პაოკი მიიღო და 93-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდა. “იებს” შემდეგი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ქულაც ყოფნიდათ, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ბოლო ტურისთვის გადადეს.

მეორე მატჩში “ლიბერეცმა” შინ “ყარაბახი” გაანადგურა და ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

ფიორენტინა – პაოკი 2:3

გოლები: 0:1 სკაკოვი (5), 0:2 კამპოსი (26), 1:2 ბერნარდეში (33), 2:2 ბაბაკარი (50), 2:3 გარი როდრიგესი (93)

ლიბერეცი – ყარაბახი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვუჩი (11), 2:0, 3:0 კომლიჩენკო (57, 63)

K ჯგუფი

K ჯგუფში ორი რამ გაირკვა: “სპარტა” პირველ ადგილზე გავიდა, “ინტერი” – ბოლოზე. ჩეხებმა შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხეს, ხოლო “ნერაძური”, რომელიც 58-ე წუთამდე 0:2-ს იგებდა, დარჩენილ დროში სამი უპასუხო ბურთი გაუშვა და მეორეჯერად შერცხვა “ბირ შევასთან”. “წმინდანებს” და ებრაელებს თანაბარი 7-7 ქულა აქვთ, ბოლო ტურში ერთმანეთს “სენტ მერიზე” ეთამაშებიან და ყველაფერი იქ გაირკვევა.

სპარტა – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)

გოლი: ნ.კოსტა (11)

ბირ შევა – ინტერი 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 იკარდი (13), 0:2 ბროზივიჩი (25), 1:2 მარანჰაო (58), 2:2@ნვაკემე (71 პენ.), 3:2 საჰარი (93)
გაძევება: ჰანდანოვიჩი (69 ი.)

L ჯგუფი

ძალიან დაძაბული მდგომარეობაა L ჯგუფში, სადაც ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს და ყველაფერი მათზევეა დამოკიდებული.

“ვილიარეალი” ბრუნო სორიანოს გოლით გასვლაზე 87-ე წუთამდე ამარცხებდა “ციურიხს”, თუმცა რობერტო როდრიგესმა პენალტით გაათანაბრა. მეორე მატჩში კი, “სტიაუამ” შინ “ოსმანლისპორი” დაამარცხა, რომელიც მარცხის მიუხედავად, მაინც ლიდერი დარჩა.

ბოლო ტურში “ვილიარეალი” “ელ მადრიგალზე” “სტიუას” მიიღებს, ხოლო “ოსმანლისპორი” “ციურიხს” უმასპინძლებს.

ციურიხი – ვილიარეალი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბ.სორიანო (14), 1:1 რ.როდრიგესი (87 პენ.)

სტიაუა – ოსმანლისპორი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნდიაიე (30), 1:1 მომცილოვიჩი (68), 2:1 ტამაში (86)

0.174807