ჭადრაკი

21:50 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა

მოჭადრაკე ქალთა გრან პრის გათამაშების მეხუთე ეტაპზე, რომელსაც ხანტი- მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს, ერთდღიანი შესვენების შემდეგ მორიგი მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.

რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს ლიდერების ნინო ბაციაშვილის, ვალენტინა გუნინასა და ოლგა გირიას პარტიები იწვევდა, რომლებიც შესაბამისად ელმირა სკრიპჩენკოს, ნატალია პოგონინას და ბელა ხოტენაშვილს ხვდებოდნენ.

გვასახელეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს, რაც შეეხება გუნინასა და პოგონინას, ისინი ყაიმზე შეთანხმდნენ. ბაციაშვილმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო ხოტენაშვილმა ამ გამარჯვების შემდეგ ათეულში შეაბიჯა და ორი ქულით პოგონინასა და ჟუკოვასთან ერთად მერვე-მეათე ადგილებს ინაწილებს. ცუდად არც ასპარეზობის აუტსაიდერს ლელა ჯავახიშვილს უთამაშია, რომელმაც მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ პირველი ხუთეულის წევრ ხადემალშარეხთან ყაიმი გააკეთა.

მეექვსე ტურში ბაციაშვილი შავებით ხადემალშარეხს ეთამაშება, ხოლო ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი ერთმანეთს ხვდებიან.

მეხუთე ტურის პარტიების ტექნიკური შედეგები:

ნატალია პოგონინა-ვალენტინა გუნინა 0,5:0,5

ნინო ბაციაშვილი- ელმირა სკრიპჩენკო 1-0

ოლგა გირია - ბელა ხოტენაშვილი 0-1

სარასადატ ხადემალშარეხი-ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5

ცზიუ ვენცზიუნი- დრონოვანი ჰარიკა0,5:0,5

ნატალია ჟუკოვა-ალექსანდრა კოსტენიუკი0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:

1.ბაციაშვილი4,0 ქულა

2.გუნინა 3,5

3-5.ხადემალშარეხი, გირია, ცზიუ ვენცზიუნი -3,0

6-7.ჰარიკა, კოსტენიუკი-2,5

8-10.პოგონინა, ჟუკოვა, ხოტენაშვილი-2,0

11.სკრიპჩენკო-1,5

12.ჯავახიშვილი-1,0

მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი

ჰარიკა-გირია

კოსტენიუკი-ცზიუ ვენცზიუნი

გუნინა-ჟუკოვა

სკრიპჩენკო-პოგონინა

ხადემალშარეხი-ბაციაშვილი

0.117714