ჭიდაობა

21:21 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა აზერბაიჯანში "ბაქოს დიდ პრიზზე" 4 მედალი მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი გამარჯვებული ისე გახდა რომ გადამწყვეტი შეხვედრაში არ უჭიდავია. გორელ ფალავანთან საჭიდაოდ უკრაინელი ალენ ზასეევი არ გამოცხადდა.

ვერცხლის მედალი 74 კილოგრამში ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 1:3 დამარცხდა. დავით მარსაგიშვილმა (86კგ) თურქი აჰმეტ ბილიჩი 11:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი რევაზიშვილმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზეს 10:8 სძლია.

ხვალ. 25 ნოემბერს ქალთა შეჯიბრი გაიმართება, ხოლო 26-ში საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება.

0.136976