კალათბურთი

20:13 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლავმა პირველ პერიოდში 34 ქულა ჩააგდო

“კლივლენდ კავალიერსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ ლავმა “პორტლენდთან” (137:125) მოგებული შეხვედრის პირველ პერიოდში 34 ქულა ჩააგდო. კევინმა 10-დან 8 სამქულიანი, 4-დან სამი ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ერთ პერიოდში ყველაზე მეტი ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა, რომელმაც შარშანდელ სეზონში პირველ პერიოდში 37 ქულა მოათავსა კალათში.

ლავმა დარჩენილ სამ პერიოდში თავის მონაგარს 6 ქულა შემატა და სულ 40 ქულა გამოუვიდა.

კევინ ლავის პირველ პერიოდში ჩაგდებული 40 ქულა:

https://www.youtube.com/watch?v=qA2e7Pbjhcs

0.115125