ჭიდაობა

14:53 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: “ეს დღეც დადგა და ჩემი სახელობის ვარსკვლავი იქნება”

რიოს 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც ოქროს მედალი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, WORLDSPORT.GE-სთან საუბარში, თავის სიხარულს გვიზიარებს ოლიმპიურ კომიტეტში მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს, ლადო იმედოვნებს, რომ თუ ასპარეზობის საშუალება მიეცა, წარმატებითაც გამოვა.

“ხშირად, როდესაც ამ ადგილს ჩავუვლიდი, სულ მინდოდა, რომ ჩემი ვარსკვლავიც ყოფილიყო და აი ეს დღეც დადგა - ჩემი სახელობის ვარსკვლავი იქნება აქ. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადას რაც შეეხება, ჩემი დიდი სურვილია, რომ მივიღო მონაწილეობა. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს და ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები, ოთხი წლის შემდეგაც ვიასპარეზებ ოლიმპიურ თამაშებზე და თან, იმედია, წარმატებით”, – თქვა ლადო ხინჩეგაშვილმა.

0.116819