სხვა

14:10 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ კომიტეტში რიო 2016-ის ოლიმპიურ ჩემპიონებს ვარსკვლავი გაუხსნეს

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში რიოს 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ლაშა ტალახაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. მათ ასევე პრეზიდენტის მიერ დაწესებული ღირსების ორდენები მიიღეს, დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზითაც – ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ფონდმა, ორივე მათგანს 50 000-50 000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ლაშას და ვლადიმერს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი ეყოლება საქართველოს.

“მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ლაშა ტალახაძეს ოქროს მედალები. სამომავლოდ კი ორივეს დიდი წარმატებებს ვუსურვებ. დღეს, 35-ე და 36-ე ვარსკვლავი გაიხსნა და ადგილი კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ბევრი სპორტსმენის სახელობის ვარსკვლავი გაიხსენება”, - განაცხადა ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, რომ რიო 2016-ზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 215, ხოლო აკვრაში 258 კილოგრამი დაძლია და ოლიმპიურ ოქროს მედალთან ერთად ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეკორდსმენიც გახდა. რაც შეეხება ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ის თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

0.118653