საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მაიკლ დიქსონი ბერძნულ აეკ-ში კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ათენელებმა მორიგი მატჩი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამართეს და სერბული „პარტიზანი“ რომ დაამარცხეს, დიქსონის დიდი დამსახურებაა.
აეკ-მა სერბულ გუნდს 91:81 სძლია, მოედანზე 20:46 წუთით გასულმა დიქსონმა კი 14 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.
დიქსონის მოედანზე ყოფნის პერიოდში ათენელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
6 ტურის შემდეგ აეკ-ს 4 მოგება აქვს და ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მხოლოდ თურქულ „ბეშიქთაშს“ ჩამორჩება. აღნიშნულ ტურნირში ათენელები მორიგ მატჩს 29 ნოემბერს, პოლონეთში „ზიელონა გორას“ წინააღმდეგ გამართავენ.
gbf.ge