თამაშგარე

11:49 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო, ფედერიკა და საქართველოს ბიუჯეტის სამუშაო ვერსია

კამათის, გაწევ-გამოწევისა და უთანხმოების მსახვრალი ხელი როდის ვის მიადგება და ჩამოუვლის – არავინ იცის. აი მაგალითად, მთელს იტალიაში თუკი ფეხბურთელ ალესანდრო მატრისა და მისი მეუღლის, მოდელ ფედერიკა ნარჯის თანაცხოვრება სანიმუშოდ ითვლებოდა, დღეს მათი ამბებიც დიდ აბდაუბდაში გადაიხლართა.

საქმე ისაა, რომ ამ ბედოვლათ მატრის თურმე საყვარელი გაუჩენია და აგერ ეს ბოლო ექვსი თვეა იმასთან დასუნსულებს. ფედერიკამ ეს ამბავი ყოვლისგამგები და ყოვლისმცოდნე იტალიური ბულვარული მედიიდან შეიტყო და მეტი მიზეზი აბა რა უნდა ქალს, რომელსაც კაცმა არ იცის რატომ უნდა უღალატო?!...

როგორც ქართლში იტყვიან, ამ ამბავმა ალესანდრო მატრი დააყუნცა, ანუ დააღონა და ახლა ბევრს ცდილობს ცოლთან ძველი სიყვარულისა და ტრფიალების აღდგენას, მაგრამ ფედერიკა იძახის, გული ისე მაქვს დასერილი, როგორც საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიაო.

0.166934