1938 – დაიბადა ოსკარ რობერტსონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “მილუოკი ბაქზის” რიგებში 1971 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1964 წელს დაასახელეს NBA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. რობერტსონმა 12-ჯერ იასპარეზა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. დასახელებულია პლანეტის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის. 1980 წელს ოსკარ რობერტსონი საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1899 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა (Eნგლანდ XI) ბერლინში, გერმანიის ეროვნული გუნდი 13:2 დაამარცხა.
1918 - პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლდა საფეხბურთო მატჩები ინგლისის ლიგებში.
1956 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, თეირანის ნაკრებს 3:0 მოუგო. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, მიხეილ მესხმა და ზაურ კალოევმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ჩოხელი, ხოჭოლავა, კოტრიკაძე (ჭრელაშვილი), ღოღობერიძე, კ. გაგნიძე, ზაზროევი (მესხი), კალოევი, ბარქაია, ჭკუასელი. გუნდს გაიოზ ჯეჯელავა წვრთნიდა.
1960 - უილტ ჩემბერლენმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ შეხვედრაში 55 მოხსნა განახორციელა. ეს შედეგი დღემდე NBA-ს ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ გააუმჯობესა.
1976 - “ატლანტა ჰოუქსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული პირველობის ზედიზედ 28-ე მატჩი წააგო.
1978 - შოტლანდიელი საფეხბურთო არბიტრი, ჯონ გორდონი ფიფამ სამწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მან უეფას თასის შეხვედრის წინ (“მილანი”-ბულგარეთის “ლევსკი”), იტალიელებისაგან საჩუქარი მიიღო.
1986 - თბილისის “დინამომ” ჩეხოსლოვაკიური ტურნეს მსვლელობისას ოლომოუცში, ადგილობრივ “სიგმასთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი მერაბ ჟორდანიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ჩეკუნოვი, ჭედია, კეტაშვილი, სვანაძე, ცვეიბა, გოგრიჭიანი, ჟორდანია, ჯოხაძე, გურული (ბიგვავა), კაკილაშვილი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
1991 - სერბული წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი მონიკა სელეში ქალთა შორის ყველაზე დიდი ჰონორარის მფლობელი გახდა. მან, საჩოგბურთო ტურნირების შედეგების გათვალისწინებით, 1991 წელს 2 457 758 დოლარი გამოიმუშავა.
2004 - “ბლექბერნ როვერსის” ფანი ჯეისონ პერიმენი “ბირმინგემ სიტის” ფორვარდის დუაიტ იორკის მისამართით გამოთქმული რასისტული ხასიათის შეძახილის გამო ათასი გირვანქათი დააჯარიმეს და 5 წლის განმავლობაში ინგლისისა და უელსის სტადიონებზე საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.
2007 - ნოემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ, მეათე მაეგაშირა ჰოკუტორიკი დაამარცხა, რითიც ტურნირზე დადებითი ბალანსი გაინაღდა.
2008 - თელ ავივის საკალათბურთო “მაკაბიმ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ეფი ბირნბაუმი დაითხოვა და დამრიგებლად კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპეციალისტი პინი გერშონი დანიშნა. გერშონის ხელმძღვანელობით მაკაბიელებმა სამჯერ მოიგეს ევროლიგა.
2011 - მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ალბენეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მატჩში ჩინელმა ჰოუ იფანმა ინდოელ კონერუ ჰუმპუს 5.5:2.5 სძლია და პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული შეინარჩუნა.
2012 - უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა NCAA-ის ლიგის მესამე დივიზიონში. Grinnell-ის უნივერსიტეტის გუნდმა გაანადგურა Faith Bapt. Bible ანგარიშით - 179:104. ამასთან, გამარჯვებული გუნდის მოთამაშემ ჯეკ ტეილორმა 138 ქულა დააგროვა! მის ანგარიშზეა - 27 ზუსტი სამქულიანი, 25-ორქულიანი და შვიდი საჯარიმო. საერთო ჯამში, მან მეტოქის ფარის მიმართულებით 108-ჯერ ისროლა, იმ დროს, როცა დანარჩენმა გუნდმა - 28-ჯერ.
2012 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთა ნოემბრის ტესტ-მატჩი თბილისში ფიჯისთან 19:24 წააგო.
2013 - „ლივორნოსთან“ გამართული თამაში რიგით მე-500 იყო, რომელიც ჯიჯი ბუფონმა სერია A-ში ჩაატარა. ლეგენდარულ მეკარეს საიუბილეო მატჩი თანაგუნდელებმა 3 ქულის აღებით მიულოცეს.
2013 - საქართველოს სამბისტთა ნაკრების მძიმეწონოსნებმა ნოდარ მეტრეველმა და ირინე ლეონიძემ სანქტ პეტერბურგში ჩატარებული მსოფლიოს სამდღიანი ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საქართველოს სამბისტთა ნაკრები თბილისში 6 მედლით დაბრუნდა. ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლაშა გურულს (100 კგ) ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ლეონიძემ, მეტრეველმა და კახა მამულაშვილმა (74 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1913 - გიზელა მაიერმაიერი. გერმანელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1923 - ზლატკო ჩაიკოვსკი. იუგოსლავიის ნაკრების, ბელგრადის “პარტიზანის” და “კიოლნის” ნახევარმცველი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი. მსოფლიოს 1950 და 1954 წლების ჩემპიონატების მონაწილე. 1953 წელს შეიყვანეს ფიფას ნაკრებში, რომელმაც ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 1942-43 წლებში ხორვატიის ნაკრებში ორჯერ ითამაშა. 1961 წლიდან წარმატებით მუშაობდა მწვრთნელად. სათავეში ედგა 2 ათეულამდე გუნდს, მათ შორის 1963-68 წლებში მიუნხენის “ბაიერნს”. მიუნხენელები ბუნდესლიგაში სწორედ ჩაიკოვსკიმ გადაიყვანა, გუნდს ორჯერ გერმანიის თასი, 1967 წელს კი თასების თასი მოაგებინა.
1932 - კატალინ ნადი. უნგრელი მოფარიკავე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1938 - ოსკარ რობერტსონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “მილუოკი ბაქზის” რიგებში 1971 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1964 წელს დაასახელეს NBA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. რობერტსონმა 12-ჯერ იასპარეზა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. დასახელებულია პლანეტის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის. 1980 წელს ოსკარ რობერტსონი საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1939 - იოსინობუ მიიაკე. იაპონელი ძალოსანი. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მეხიკოს 1968 წლის თამაშების მსვლელობისას მიიაკემ ქართველ დიტო შანიძეს პირადი წონის გამო აჯობა.
1943 - ვიქტორ სიდიაკი. საბჭოთა მოფარიკავე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 1973 წელს დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავედ.
1959 - ტიმ (ტიმოთი) ლეინი. საქართველოს რაგბისტთა ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი. დაიბადა ავსტრალიის ქალაქ კუნაბარაბრანში. სამშობლოში იცავდა ბრისბენის “ვესტსის” და პროვინცია სამხრეთ უელსის ნაკრების ღირსებას. 1982 წელს გამოდოდა იტალიის “რიეტიში”, 1985 წელს კი სამი მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში. სამწვრთნელო კარიერა 1996 წელს ავსტრალიის “მენლიში” დაიწყო. 1998-2000 წლებში ავსტრალიის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, რომელმაც 1999-ში მსოფლიოს თასი მოიგო. 2000 წელს სათავეში ჩაუდგა “უოროტასს”, შემდეგ კი ფრანგულ “მონფერანში” მუშაობდა. 2001-03 წლებში სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ლეინის გუნდში მუშაობისას სამხრეთ აფრიკელებმა მსოფლიოს თასი მოიპოვეს. 2003-04 წლების სეზონში “კეტსისა” და “სუპერ 12”-ის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, 2004-05-ში კი იტალიის ნაკრების დამრიგებელი იყო. მოგვიანებით ტიმ ლეინი იაპონიის “რიკოხ ბლექ რემზსა” და საფრანგეთის “ბრივს” ხელმძღვანელობდა, იყო “ტულონის” სპორტული დირექტორი. 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლამდე ტიმ ლეინი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
1963 - გოჩა ტყებუჩავა. საქართველოს ნაკრების, თბილისისა და მოსკოვის “დინამოს”, ლანჩხუთის “გურიას” ნახევარმცველი. “გურიას” შემადგენლობაში 1991 წელს საქართველოს ეროვნული თასის პირველი მფლობელი გახდა. 1992 წელს მოიგო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. თბილისის “დინამოში” საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში ჩაატარა 22 შეხვედრა, გაიტანა 3 გოლი. თამაშობდა ისრაელისა და გერმანიის კლუბებში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
1968 - ნიკოლაი პისარევი. მოსკოვის “ტორპედოსა” და “სპარტაკის” ფეხბურთელი. რუსეთის ექვსგზის ჩემპიონი. რუსეთის თასის მფლობელი. 1993 წელს დაასახელეს რუსეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ.
1972 - ფრედ ბრეტვეიტი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ედმონტონ ოილერზის” გოლკიპერი. “სტენლის თასის” მფლობელი.
1972 - ალფ ინგე ჰაალანდი. ნორვეგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.