ფეხბურთი

16:09 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯიქია - საქართველოს ვარიანტზე და რუსულ პასპორტზე 

პერმის "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუში მატჩ ტვ-სთან განაცხადა, რომ კონტაქტი აქვს იმ პიროვნებებთან, რომლებიც მას საქართველოს ნაკრებში ელიან. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც და ჯიქიამ რუსულ პასპორტზე გაამახვილა ყურადღება...

"დიახ, ვსაუბრობ იმ პიროვნებებთან, რომლებიც ელიან, რომ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ წავალ. თუმცა პირადი გარემოებები მაქვს: ჯერ არ ვარ მზად, რომ პასპორტი შევიცვალო და რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერი გავხდე. ამაზე გაჯი გაჯიევთან ("ამკარის" მწვრთნელი) ვილაპარაკე და მან მითხრა, რომ თუ სხვა ნაკრებს ავირჩევ, "ამკარის" შემადგენლობაში მოხვედრაზე პრობლემა შემექმნება. ხოლო თუ "ამკარში" ვერ ვითამაშებ, ტოპ-კლუბში წასვლაც გართულდება. რუსული პასპორტით კი კარგ გუნდში მოხვედრის შანსი 5-ჯერ მეტია. მთავარია, აქ კარგად დავასრულო სეზონი, მერე კი სერიოზული წინადადებები გამოჩნდება".

ჯიქიას ჰკითხეს, საქართველოში ნათესავები თუ ჰყავს...

"დები, ძმები, დეიდები, ბიძები - საკმაოდ ბევრნი არიან. უმეტესობა თბილისში ცხოვრობს, თუმცა იქ არასოდეს ვყოფილვარ".

0.111921