კრიშტიანუ რონალდუმ ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მის ყოფილ კლუბთან საგოლე გადაცემით კი გამოირჩა. პორტუგალიელმა რაფელ ვარანს გაატანინა გოლი.
ეს რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგაზე 32-ე საგოლე გადაცემა აღმოჩნდა, რაც აღნიშნულ ტურნირზე საუკეთესო შედეგია.
მასთან ყველაზე ახლოს რაიან გიგზია, რომლის აქტივში 27 ასისტია. ოღონდ, ზემოხსენებული სტატისტიკა სათავეს 2003-2004 წლების სეზონიდან იღებს.