“ლეიკერსის” გამთამაშებელი დეანჯელო რასელი ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რასელს მუხლის ტრავმა აწუხებს.
მიმდინარე სეზონში დეანჯელო საშუალოდ 16.1 ქულას და 3.4 მოხსნას აკეთებს.
“გოლდენ სტეიტი” - “ლეიკერსის” შეხვედრა 24 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.