მადრიდის “რეალის” შემტევმა პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.
“ზიდანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. როცა ფეხბურთს თამაშობდა მისი ფანი ვიყავი. ახლა კი მისი, როგორც მწვრთნელის გულშემატკივარი ვარ. ფრანგი კარგი კაცია და მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.”- განაცხადა რონალდუმ.
ზიდანი “რეალში” როგორც ფეხბურთელი 2001-2006 წლებში თამაშობდა, ხოლო მწვრთნელი 2016 წელს გახდა.