ფეხბურთი

21:59 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: “ყველაფერი ფეხბურთელების დამსახურებაა”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის განცხადებით, საქართველოს თასის მოგება მთლიანად ფეხბურთელების დამსახურებაა. მისი თქმით, ბედნიერია, რომ “ტორპედომ” ცუდად დაწყებული სეზონი წარმატებით დაასრულა.

“დაძაბული თამაში იყო, თავიდან ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ ერთი ბურთი გაგვიტანა და ბოლომდე იბრძოლა. მადლობა ღმერთს ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა. ეს ტიტული არის მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურება – მთლიანად ბიჭების. ჩვენთვის ძალიან წარმატებულად დასრულდა სეზონი. თავიდან რთულად დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად დავასრულეთ. აწი რა იქნება, არ ვიცი. თუმცა, ჯერ სეზონი არც დამთავრებულა, ჩემპიონატის თამაში დაგვრჩა და მესამე ადგილზე გასვლის შანსიც გვაქვს, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად ვეცდებით”, - თქვა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანს” საქართველოს თასის ფინალში 2:1 მოუგო და ისტორიაში მესამედ მოიპოვა ეს ტიტული. “ტორპედო” მომავალ ზაფხულს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.125779