ფეხბურთი

21:45 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუგა ფალავანდიშვილი: “ეს გამარჯვება მთელი ქუთაისის დამსახურებაა”

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელმა გუგა ფალავანდიშვილმა ის ემოციები გაგვიზიარა, რომელიც მან გუნდის თასის ფინალში გამარჯვებამ მიანიჭა. ფალავანდიშვილმა გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ თემაზე ლაპარაკს ჯერ თავი აარიდა.

“ძალიან ძნელია ამ ემოციების აღწერა, რთულია გამოხატო რაც მე განვიცადე. ყველას ვუსურვებ იგივეს. ეს მხოლოდ გუნდის დამსახურება არ არის, ესაა მთელი ქუთაისის, გულშემატკივრისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურება. 6 თვის განმავლობაში არ მოგვკლებია მათი ყურადღება და მადლობა მთელს ქუთაისს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის გუნდები შეგვხვდა, განვლეთ რთული გზა, მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს თითოეულმა მათგანმა. შემდეგ იყო “დინამოსთან” თამაში, ჟურნალისტებმა ეს შეხვედრა წლის საუკეთესო მატჩად აღიარეს. ასე მოვედით ფინალამდე. “მერანმა” ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. შეჯიბრებაში ყოველთვის ძლიერი იმარჯვებს. ძალიან გახარებული ვარ და კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად ქუთაისს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და ჩემს კონტრაქტს გუნდთან, ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა გუგამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედომ” თასის ფინალში მარტვილის “მერანი” 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111895