კალათბურთში ,,ა“ ლიგის მონაწილე თსუ-ჰიუნდაის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ნიკო ჩერქეზიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ worldsport.ge-ს კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი ხარჯავანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თსუ ,,ა“ ლიგაში ცალკე გუნდად თამაშობდა, ხოლო ,,ჰიუნდაი“ საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში გამოდის. მათი გაერთიანება ურთიერთშეთანხმებით მოხდა.









